logo
ENG



სოფელ კარბში სარწყავი წყლის გამო დაპირისპირებას 33 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

24 ივლ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 

გორის სოფელ კარბში მეზობლებს შორის სარწყავი წყლის გამო დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. 

გარდაცვლილია 33 წლის კაცი, რომელსაც მეზობელმა თავში ქვა ჩაარტყა.

დამნაშვე პოლიციამ დააკავა. 

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა კაცი თავის მიწას რწყავდა. მეზობელმა მას წყალი გადაუკეტა, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ჩხუბში სხვა მეზობლებიც ჩაერთნენ. 

გარდაცვლილს თავში ქვა სწორედ ამ დროს მოხვდა. ტრავმა მას 70 წლის ქალმა მიაყენა, რომელიც იმ ბიჭის დედაა, ვისთანაც გარდაცვლილს თავდაპირველად უთანხმოება მოუვიდა. 

დაშავების შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ ის გორმედის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შეყვანიდან 1 კვირაში გარდაიცვალა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განხრაზ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. 


close დახურვა