სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებლია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპანტებმა ორი მოქალაქის დაკავება სცადეს. ერთი მათგანი გამოიქცა, მეორე კი, მწყემსი ზურა დოთიაშვილი დააკავეს.