საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სოფელ ლატალის მიმდებარედ, წიწვოვან ტყეში ხანძარი გუშინ, 18 ოქტომბერს გაჩნდა.