logo
ENG



სოფელ მეტეხში ადგილობრივებთან დაპირისპირებისას პოლიციელმა გაისროლა, რის შემდეგაც მას სცემეს

18 ივლ 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
სოფელ მეტეხში ადგილობრივებთან დაპირისპირებისას პოლიციელმა გაისროლა, რის შემდეგაც მას სცემეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ადგილობრივები და პოლიციელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებსა და პოლიციელს შორის ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

როგორც ცნობილია, დაპირისპირებისას შსს-ს თანამშრომელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა მას იარაღი წაართვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე სამი ადამიანია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


close დახურვა