logo
ENG



სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

02 ნოე 201912:20
3 წუთის საკითხავი
 
5gro8z8n63f6yqo.jpg

კახეთში, სოფელ ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღეს.

დაშავებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკის რეანიმაციაშია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქვემო ბოდბეში სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილი დაჭრეს.


close დახურვა