ქარელის რაიონში, სოფელ მოხისში, გუშინ გვიან საღამოს პოლიცია სახლებში ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას ეძებდა. მიწების უკანონოდ გასხვისების საფუძველზე წამოწყებული დავა სპეცოპერაციით გაგრძელდა. მოხისელები ჰყვებიან, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობის კუთვნილი 30 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა მათთან შეუთანხმებლად აუქციონზე გაიტანა და ჩუმად გაყიდა.
სოფელ მოხისში პოლიცია სახლებში ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო ტექნიკას ეძებდა
24 ივნ 202120:20
3 წუთის საკითხავი