"ევროპული საქართველოს" პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ჭიათურის რაიონის სოფელ მსხლოვანის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პროპლემებს. დავით ბაქრაძესთან საუბარში სოფელ მსხლოვანის მოსახლეობა მოხსნილი სოციალური დახმარების, ჯანდაცვის უწყების მიერ ერთლარიანი წამლების, შეშის და ნახევრად დაგებული ბეტონის შიდა გზების პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. მოსახლეობა ასევე ადგილობრივ ხელისუფლების უყურადღებოზე საუბრობს.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა და იმ გუნდის მოყავნა ხელისუფლებაში, რომელიც იზრუნებს ხალხზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე.