logo
ENG



სოფელ ნორიოში კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ 1 პირი

10 მარ 202210:58
3 წუთის საკითხავი
 
სოფელ ნორიოში კაცი მოკლეს, დაჭრილია კიდევ 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა ერთი პირი მოკლა, მეორე კი დაჭრა.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა