გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლოზთან 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. სააგენტო inforustavi-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ტყეში სანადიროდ იყო წასული, შემთხვევა სავარაუდოდ სწორედ ნადირობის დროს მოხდა. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც "ფორმულას" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვთმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიება ექსპერტიზის პასუხებს ელოდება, რის შემდეგაც საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.