logo
ENG



სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან დღეს ამერიკელი კონგრესმენები ჩავიდნენ

08 ნოე 201914:31
3 წუთის საკითხავი
 
70q6loei40q5mqz.png

სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან დღეს ამერიკელი კონგრესმენები ჩავიდნენ. ადამ კინზინგერი და ალესანდერ მუნი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ, კონგრესმენბმა აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„აქ მეორედ ვიმყოფები, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და ეკუთვნის საქართველოს ჩვენ არ ვაღიარებთ მას რუსეთის ტერიტორიად, ჩემთვის ცნობილია ბორდერიზაციის პროცესი, როგორ ირღვევა ადგილობროვი მოსახლეობის უფლებები, ეს აჩვენებს როგორ ცუდად იქცევა რუსეთი, იგივე ხდება უკრაინაში და სხვაგანაც,“-განაცხადა ადამ კინზიგერმა.

ალექსანდრე მუნის თქმით, შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„საქართველოში პირველად ვიმყოფები, ჩამოვედი რადგან ვიზიარებ შეშფოთებას მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების მიმართ,მინდა რომ ხალხმა იცოდეს რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება იმას რაც აქ ხდება,“-განაცხადა ალექსანდერ მუნმა.

 


close დახურვა