ზესტაფონის, სოფელ საზანოში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ერთერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
ასევე, აფეთქების შედეგად დაშავდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილია და მას ოპერაცია ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.