ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ავტომობილი ხრამში გადავარდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულია ავტომობილის მძღოლი.
როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.