ნინოწმინდის სოფელ სამებაში 2 დღეში 3 მიწისძვრა მოხდა
ბოლო ბიძგები დღეს, 7 აგვისტოს, თბილისის დროით 08:28 საათზე მოხდა. ბიძების სიდიდე 3.9 მაგნიტუდა იყო.
მანამდე, თბილისის დროით 03:36 საათზე, სოფელ სამებასთან ასევე მოხდა 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
ასევე, გუშინ, თბილისის დროით 19:25 საათზე სამებაში ასევე იყო მიწისძვრა, 3,4 მაგნიტუდის სიმძლავრის.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ნინოწმინდის ამ სოფელში 10-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა.