![სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა](/uploads/news/მიწისძვრა.jpg)
თბილისის დროით 13:41 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მიწისძვრის სიმძლავრე 4,0 მაგნიტუდას შეადგენდა.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში სოფელ სამებასთან მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დაფიქსირდა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, სოფელთან 20-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა.