logo
ENG



სოფელ ღვანკითის მოსხლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს

13 აპრ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

 თერჯოლაში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, სოფელ ღვანკითის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ადგილობრივები კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილოები არიან. მათი თქმით, უბანში ყველა მოსახლე დაუყოვნებლივ უნდა შეემოწმებინათ და მკაცრი კარანტინი გამოცხადებულიყო.

65 წლის ქალის დაინფიცირების შემდეგ, სოფელ ღვანკითში კოვიდ 19 მის მეზობელ ცოლ-ქმარსაც დაუდასტურდა. მათ დაავადების სიმპტომები არ აქვთ, თუმცა ინფექციის მატარებლები არიან. სპეციალისტები ახლა ოჯახის სხვა წევრებსაც ამოწმებენ. სოფლის მოსახლეობა შეშინებულია და ხელისუფლებისაგან უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.

თერჯოლის კლასტერის კონტაქტების კარანტინში გადაყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები ადასტურებენ, რომ საუბარია ათობით. მედიკოსების ჯგუფი ადგილობრივებს თერმოსკრინინგსაც უტარებენ.

ამ ეტაპზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა არ იგეგმება. იმერეთის გუბერნატორის მტკიცებით, ხელისუფლება ვითარებას რეგიონის მასშტაბით სრულად აკონტროლებს

65 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში10 აპრილს გადაიყვანეს, მანამდე კი ის თერჯოლის ამბულატორიაში და სახლში მკურნალობდა. პაციენტისთვის ვირუსის დადასტურების შემდეგ, მასთან უშუალო კონტაქტში მყოფ 20-ც პირთან ერთად, იზოლაციაში ის ექიმიც გადაიყვანეს, რომელმაც ქალი თერჯოლის კლინიკაში შეამოწმა.

 


close დახურვა