logo
ENG



სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია

12 მარ 202219:21
3 წუთის საკითხავი
 
სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია

სოფელ შავშვებთან ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ფორმულას ინფორმაციით დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა 9 წლის ბავშვიც, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკა გორმედში გადაიყვანეს.

ფორმულას ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გზიდან გადავიდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა