logo
ENG



სოფელ შამგონაში დევნილების საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა 70 წლამდე კაცი

06 ივლ 202209:41
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ შამგონაში, ყოფილი პანსიონის შენობაში, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ ჭერი ჩამოინგრა, შედეგად 70 წლამდე კაცი დაშავდა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.

მანამდე ამავე შენობაში დაზიანება დევნილმა ქალმაც მიიღო.

დაზარალებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შენობიდან გასახლებას და ალტერნატიულ ფართს უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ.

სოფლის რწმუნებული ხუტა თოდუა კი ამბობს, რომ ოჯახს ალტერნატიული ფართი აქვს თუმცა იქ გადასვლაზე უარს აცხადებს. ამ ინფორმაციას ოჯახი უარყოფს.

რწმუნებული აღიარებს, რომ შენობა, რომელშიც ახლა დევნილები ცხოვრობენ რეაბილიტაციას საჭიროებს.

„დაკმაყოფილებული იყო ფართით, თუმცა თვითნებურად შემოსახლებული იყო ამ ფართში. შენობა, როგორც ხედავთ დაზიანებულია, საჭიროებს რეაბილიტაციას“ - აცხადებს თოდუა.

 

 

close დახურვა