logo
ENG



სოფელ ძიმითში ადგილობრივებმა მდინარე სუფსაზე კარიერის მოპოვების სამუშაოები გააპროტესტეს

16 ივნ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 

აქცია ფოთში -სოფელ ძიმითში ადგილობრივებმა მდინარე სუფსაზე კარიერის მოპოვების სამუშაოები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, კომპანია „სამი ძმა" კარიერულ საქმიანობას მათ კუთვნილ ნაკვეთებზე აწარმოებს. ისინი  პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

შეხვედრას ესწრებოდა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "ეკოც". როგორც მისი თავმჯდომარე ამბობს, კომპანია "სამ ძმას" დოკუმენტაცია წესრიგში არა აქვს.

„კერძო პირების ინტერესები ირღვევა. ზოგადად, მთელი სოფლის ინტერესები ირღვეა. ზოგადად, ეს მდინარე არის ამ ხალხის მასაზრდოებელი. ლიცენზიაც დარღვევით გაიცა, პლიუს იმ ლიცენზიის შესაბამისად არ მუშაობენ“, - განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მოსახლეობაში ხელმოწერები შეგროვდება და სოფელი ძიმითი საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოში გააგრძელებს. 


close დახურვა