გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლაში სტუმრად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იმყოფებოდნენ. სპორტსმენებმა მოსწავლეებთან თავიანთი წარმატებების, სპორტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათ საჯარო სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი, ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა და სუვენირები გადასცეს.