ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ფორმულას ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.