ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, სადაც გუშინ კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდა.
გორის თემის სოფელში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული 30 წლის ქალის მეზობელი და ნათესავია.
როგორც ადგილზე ყვებიან, თვითიზოლაციის მითითება პაციენტის მეზობელ ხუთსულიან ოჯახსაც მიეცა, რომელიც დაავადებულთან ახლო კონტაქტში იყო.
"ირანელებთან მუშოაბდა თარჯიმნად და ალბათ იქიდან დაავადდა. მერე სასწრაფოს გამოუძახეს და წაიყვანეს გორში. ექიმი ეგრევე მიხვდა რომ ვირუსი აქვს. უკვე გორიდან წაიყვანეს თბილისში. პანიკა არ არის მოსახლეობაში, თუმცა დაძაბულობა შეიმჩნევა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.