logo
ENG



სოფელ ხრესილთან ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

03 ოქტ 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
lqy31y5gc3vckrq.jpg

ტყიბულის სოფელ ხრესილთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

 


close დახურვა