logo
ENG



სოფიო კილაძე: მოძრაობის წევრები ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შეიძლება რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს

05 დეკ 201915:29
3 წუთის საკითხავი
 
lxc2akurmt9nicw.jpg

„მათ აქვთ ნებისმიერ დროს ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შეიძლება შემდეგ რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს,“ - ამ განცხადებით სოფიო კილაძე მის მაჟორიტარულ ოლქთან მისულ მოძრაობა „გაბედეს“ და „სირცხვილიას“ მონაწილეებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, ის ძველი „სირცხვილიას“ და ახლანდელი „გაბედეს“ მოძრაობის წევრებთან ერთად შეთანხმებული იყო შეხვედრაზე, თუმცა ისინი ამ შეხვედრაზე არ მოვიდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა.

„რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომლებიც ჩემამდე მოვიდა მათი მხრიდან ვერ მივიღებ ვერანაირად თითქოს მე არ გამოვდივარ კონტაქტზე. ძველი „სირცხვილიას“ და ახლანდელი „გაბედეს“ მოძრაობის წევრებთან ერთად შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, თუმცა ისინი ამ შეხვედრაზე არ მოვიდნენ, რაც ძალიან სამწუხაროა. მათ თუ პერფორმანსების მოწყობა უნდათ შეუძლიათ მოაწყონ მაგრამ ეს პერფორმანსები მოკლებულია გულწრფელობას. მათ აქვთ ნებისმიერ დროს ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა, მაგრამ ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შეიძლება შემდეგ რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „გაბედეს“ წევრები უმრავლესობის წევრის, სოფიო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ კილაძისგან სურთ მოისმინონ ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ ამოიღო ხმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდების დარბევაზე.


close დახურვა