სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატიც დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავის ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. ის თავის განცხადებაში განმარტავს, რომ მისთვის ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ქაცარავა თავის ყოფილ თანაგუნდელებს დიდ წარმატებას უსურვებს.
„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარმატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“ - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქაცარავა ქართული ოცნებიდან წავიდა. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის სოფიო ქაცარავას განცხადებით, უმრავლესობაში დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს.