logo
ENG



სოფლებთან: მატანი, ზოდი, ჩხაკაურა და ქიწნისი საკონტროლო პუნქტები მოეწყო

14 სექ 202015:38
3 წუთის საკითხავი
clock 4416
mbfdrh78ckviz23.jpg

პრემიერმინისტრის აპარატის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ახმეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის სოფელ ზოდთან და ჩხაკაურასთან, გორის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო,

მისი განცხადებით, ამ სოფლებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება.

ასევე, ამ სოფლებში სწავლა პირველ ოქტომბრამდე დისტანციურად გაგრძელდება.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 26 თებერვლიდან დღემდე COVID 19 საქართველოში 2392 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1369 გამოჯანმრთელდა, 19 - გარდაიცვალა.


close დახურვა