იმისთვის, რომ გერმანულმა მოდელმა საქართველოში იფუნქციონეროს, მას სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება," - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" წარმომადგენელი სოფიო კილაძე აკეთებს. მისი განცხადებით, 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მისივე განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე აკეთებენ განცხადებებს, მათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამასთან დაკავშირებით ინიციატივაც არ გამოუჩენიათ.
"ისე, როგორც გარკვეული პოლიტიკური ლიდერები აწოდებენ საზოგადოებას, რომ გერმანული მოდელის ფუნქციონირება შესაძლებელი არის არსებული კონსტიტუციის ფარგლებში ეს არის ტყუილი იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს 150 ფიქსირებულ დეპუტატს. ეს არის შეუთავსებელი გერმანულ მოდელთან. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს გამოდიან და პროპორციულ სისტემაზე აპელირებენ, არასდროს არ დასცდენიათ სიტყვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს ეხება, რომელიც დღეს გამოდის და ფარისევლურად იძახის, რომ პროპორციული სისტემა არის აუცილებელი. ჩვენი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილება იყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო ჩვენი ქვეყანა. გვქონდა მცდელობა, რომ 2020 წელს ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები, მაგრამ სამწუხაროდ გამოვიდა ისე, როგორც გამოვიდა",- განაცხადა სოფიო კილაძემ.