logo
ENG



სოფო კილაძე: ნაციონალური მოძრაობის ინტერესში არის რომ მოხდეს დაპირისპირება

26 ნოე 201911:29
3 წუთის საკითხავი
 
tgg2rvi98yd4e6x.jpg

უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე გამთენიისას რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს. კილაძე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნებას ძალადობით ცდილობს.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ფუნმდამენტალური უფლება, რომელიც არის ჩვენი კონტიტუციით განსახზღვრული ამ შემთხვევაში ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, იყოს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად დაცული, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობას," რომელიც ეფარება სამოქალაქეო აქტივიზმს და ჩვენ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მიდის ყველაფერზე იმისთვის, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ჩემი აზრით მათ ინტერესში არის დესტაბილიზაცია, მათ ინტერესში არის, რომ მოხდეს დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის. მოხდეს რაიმე უბედურება რომ აქედან მათ გააღვივონ მართლა სამოქალაქო პროტესტი და შემდეგ მოვიდნბენ ხელისუფლებაში, ჩვენ ვცხედავთ, რომ ისინი აგრძელებენ ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე და ისინი აგრძელებენ ძალადობას ქვეყანაზე და ამის უფლებას ჩვენ ბუნებრივია არ მივცემთ “,-განაცხადა კილაძემ.


close დახურვა