logo
ENG



სოფო კილაძე: ოპოზიცია ცდილობს ადამიანის უფლებების თემა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციონ.

25 ივნ 202015:04
3 წუთის საკითხავი
 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციას, ადამიანის უფლებების თემის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

მისი განცხადებით, სახალხო დამცველთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები კვლავ ცდილობენ ადამიანის უფლებების თემა აქციონ საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ძალიან მიკვირს ნაციონალური მოძრაობა საერთოდ ხმას როგორ იღებს ადამიანის უფლებების დაცვაზე მაშინ, როდესაც ვიცით რა დღეში იყო ქვეყანა და რა დღეში იყვნენ ადამიანები და მათი უფლებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ.

ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ სახალხო დამცველთან თანამშრომლობას და გადავდგამთ ყველა შესაბამის ნაბიჯს, რომელიც აუცილებელი ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, - განაცხდა სოფო კილაძემ.


close დახურვა