logo
ENG



სოფო კილაძე: სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების გაზრდა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა

17 მარ 202015:50
3 წუთის საკითხავი
 
bpxly1lepdhvk54.jpg

უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე აცხადებს, რომ მოცემულ ვითარებაში სურსათებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა, მიკროსაფინანსოების მხრიდან კი საქმეების სასამართლოში გაგზავნა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია.

აღნიშნულზე კილაძემ საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა.

„ფორმულა“ კილაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„აზარტული თამაშების ბიზნესი ჯიუტად აგრძელებს საფრთხის შექმნას საზოგადოებისთვის,მიკროსაფინანსოებმა, კი, ისარგებლეს ონლაინ მომსახურებით და უამრავი საქმე გაგზავნეს სასამართლოში. ზოგიერთმა ბიზნესმა სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების გაზრდით გადაწყვიტა ხელის მოთბობა. ამას ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჰქვია!“-ნათქვამია კილაძის სტატუსში.

 


close დახურვა