logo
ENG



სოც. მუშაკებს ხელფასის მეორე ნაწილი დაერიცხებათ უახლოეს დღეებში - ტიკარაძე

29 აპრ 202014:45
3 წუთის საკითხავი
 
78clweykz1co3mj.jpg

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალურ მუშაკებს ხელფასის ნაწილი უახლოეს დღეებში დაუჯდებათ პირად ანგარიშებზე.

​როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, ხელფასის ბონუსური ნაწილი ცალკე დაერიცხებათ მუშაკებს, ხოლო შრომით უფლებებთან დაკავშირებით სამინისტრო მსჯელობს. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ იგეგმება ბენეფიციარების მონიტორინგი, ამიტომაც სოციალურ აგენტებს არ ესაჭიროებათ სპეციალური აღჭურვილობა.

„სოციალურ აგენტებს ჰქონდათ ორი ტიპის ანაზღაურება - ფიქსირებული და გამომუშავებითი. ეს უკანასკნელი არ დარიცხვიათ და დღეს უკვე ხაზინაში გაგზავნილია ბონუსური ანაზღაურება და აისახება მათ ანგარიშებზე. მიზნად გვაქვს დასახული, რომ მონიტორინგი იყოს მარტივი ბენეფიციარებისთვის და არ ვგეგმავთ მათ მონიტორინგის გააქტიურებას შესასწავლად და ამიტომ მუშაკებს არ ესაჭიროებათ ეკიპირება. შრომით უფლებებთან დაკავშირებით ერთობლივად ვმუშაობთ და ჯერ კიდევ არის განხილვის საგანი, რომელზეც სოციალური სააგენტო პროექტს ამზადებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


close დახურვა