logo
ENG



სოციალურ ქსელში კამპანია #ქალებისვამენ დაიწყო

12 ოქტ 201909:39
3 წუთის საკითხავი
 
uta5qmn7huj4848.jpg

სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია „ქალები სვამენ“ დაიწყო.

თამთა თოდაძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, არ უარყოფს, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლი იმ დღეს ჯიშკარიანთან და სხვა პირებთან ერთად მართლაც მიიღო, თუმცა ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ ქალი სხვებზე მეტს სვამდა.

ამის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლები ფეისბუკში ავრცელებენ პოსტებს ჰეშთეგით #ქალებისვამენ და თამთა თოდაძეს სოლიდარობას უცხადებენ.

ჯიშკარიანს, თანამშრომლის მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან.

შეგახსნებთ, რომ გუშინ საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართა.

 


close დახურვა