ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, დანარჩენი ორი კი პალატაში გადაიყვანეს. თავდასხმა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში 22 ნოემბერს მოხდა. სამმა ნიღბიანმა პირმა ავტომობილიდან ცეცხლი რესტორანთან გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი კრიმინალური სამყაროს წევრი ასტამურ შამბაა. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მომხდართან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, ცალმხრივად დაიკეტა ენგურის ხიდიც.
სოხუმში სროლის შედეგად დაშავებული სამი პირის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
23 ნოე 201911:22
3 წუთის საკითხავი