logo
ENG



სპარის თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

07 ნოე 202510:51
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/07/svi352iqmceigbn.png

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპარის თანამშრომლებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს.

საქმეზე ჯამში 6 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი და მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სამართალდამცველების მიერ უკვე დაკავებული არიან: 1970 წელს დაბადებული მანანა გიორგობიანი, 1996 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2000 წელს დაბადებული ლ.გ., 1999 წელს დაბადებული დ.პ. და 1995 წელს დაბადებული დ.კ. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა თბილისში, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის 2 თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს"- ნათქვამია განცხადებაში.



close დახურვა