logo
ENG



სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა დაზარალებულად ცნო

16 დეკ 202412:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/16/zarpcug4175f4wg.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავა დაზარალებულად ცნო.

29 ნოემბერს აქციის დაშლის დროს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფორმულას ჟურნალისტ გურამ როგავას  სპეცრაზმელი თავს დაესხა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. მას კისრის მალა აქვს მოტეხილი და სახის ძვლები დამტვრეული.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ"- წერს როგავა.


close დახურვა