არის თუ არა ისლამური სახელმწიფოს წევრი სუს-ის მიერ დაკავებული ცისკარა ტოხოსაშვილი. სპეცოპერაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა, საქმეს გრიფი საიდუმლოდ ადევს. გამოძიების ინფორმაციით, ტოხოსაშვილი, რომელმაც ქვეყანა 2015 წელს დატოვა, ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაერთიანებული, ემირი ისა, - მისი მეტსახელია და სუს-ის ვერსიით, გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა. ისლამური სახელმწიფოს წევრებს შორის. მანამდე 2019 წელს ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა, ცეზარი, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის. ოჯახში ძმების რაიმე კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კატეგორიულად გამორიცხავენ
სპეცოპერაცია აეროპორტში - დაკავება ტერორიზმის ბრალდებით
08 დეკ 202220:56
3 წუთის საკითხავი