სპეცოპერაცია რუსთავი-თბილისის ავტობანზე. მაგისტრალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა მიმავალი ავტომობილი გააჩერეს და ჩხრეკა დაიწყეს.
ინფო-რუსთავის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე ერთი პირი აიყვანეს, ავტომობილის ჩხრეკისას კი ნარკოტიკული საშუალებები და ფულია ამოღებული. ადგილზე დაკავებულის ახლობლებიც იმყოფებოდნენ.