logo
ENG



სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა

18 ნოე 201917:01
3 წუთის საკითხავი
 
0498013w8wv913j.jpeg

30-წუთიანი ვადა გავიდა - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა. ასევე სასტუმრო „რედისონის" ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა. მოქალაქეები სპეცრაზმის შეჩერებას შიშველი ხელებით ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე იწურებოდა.


close დახურვა