logo
ENG



სპეცრაზმმა მომიტინგეების დაშლა დაიწყო

18 ნოე 201917:20
3 წუთის საკითხავი
 
sk9i23uox1qpo7e.jpg

სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გაუშვეს აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და შიშველი ხელებით ცდილობენ სპეცრაზმელთა შეჩერებას. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ შეასრულა დაპირება და მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ რუსთველის გამზირზე დაიწყეს აქციები. მათი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. პარლამენტთან მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის პიკეტირებას ახდენენ, პოლიციამ 30-წუთიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ შესასვლელი გაათავისუფლონ. ულტიმატუმის ვადა 16:40 საათზე ამოიწურა.


close დახურვა