logo
ENG



სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები ჩახერგა - არიან დაკავებულები

26 ნოე 201905:59
3 წუთის საკითხავი
 
acbgx87iqucuu7q.png

სპეცრაზმის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირი ჩახერგეს. გაერთიანებული ოპოზიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკო მინაშვილი, ასევე გიორგი და დათო თევდორაშვილები. ცოტა ხნის წინ მათ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარზე მდგომი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაარბიეს. 

პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია "ერთად ერთის წინააღმდეგ". აქციის მონაწილეებს ცოცხალი ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული პარლამენტისთვის. მათ აგრეთვე პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტი. რამდენიმე საათის წინ კი სპეცრაზზმა, წყლის ჭავლის დახმარებით, აქცია დაარბია. არიან დაშავებულებიც. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ფორმულას"  ეთერში განაცხადა, დაკავებულია რამდენიმე პირი. 

Facebook Live: https://www.facebook.com/FormulaNews/?ref=bookmarks 

                                                                                                                                                                                 


close დახურვა