სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით ქუჩაში მდგომ მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ჩხუბის შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არაა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
