გლდანში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.