logo
ENG



სროლა ლაგოდეხში - დაჭრილია 1 ადამიანი

07 ივლ 202000:40
3 წუთის საკითხავი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სროლა იყო.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება ქურდულ სამყაროსთან დაახლოებულ ეროვნებით აზერბაიჯანელ ვინმე ტელმანსა და ახალგაზრდებს შორის მოხდა.

დაჭრილია ერთი ადამიანი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულს ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


close დახურვა