მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა.
დაშავებულს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე-მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.