ნიუ-ორლეანში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. დაუდგენელმა პირმა ფრანგულ კვარტალში ცეცხლი გახსნა და 11 ადამიანი დაჭრა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია დანაშაულის მოტივიც. ძალოვნები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.