წყნეთის გზაზე, კაკლებთან სროლა იყო - გავრცელებული ინფორმაციით, ლერი სულაბერიძის მანქანას ესროლეს.
ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.