logo
ENG



სროლას პრაღის უნივერსიტეტში 15 ადამიანი ემსხვერპლა

21 დეკ 202320:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/21/xurllqa56ktuoux.jpg

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეჭრილმა თავდამსხმელმა მოკლა 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია დაახლოებით 30 მათგანი. 

პრაღის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისმა ძალებმა მოახერხეს თავდამსხმელის ლიკვიდირება.

"მსროლელი ლიკვიდირებულია! ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის ევაკუაცია, არის რამდენიმე დაღუპული და დაშავებული", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ამასთანავე უცნობია თავდამსხმელის ვინაობა ან რა მოტივი ამოძრავებდა მას. 


close დახურვა