logo
ENG



სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ

01 სექ 202109:09
3 წუთის საკითხავი
 
სრულად ვაქცინირებული პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ

კოვიდვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულები უფასოდ ისარგებლებენ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება;

კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილ პირებზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე: 

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა; 
  • ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება;

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება ორჯერადად  ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.


close დახურვა