logo
ENG



სტადიონზე არაო - ჯაფარიძე ფეხბურთის მოყვარულებს მუშტაიდში მატჩის საყურებლად ეპატიჟება

05 ოქტ 202019:28
3 წუთის საკითხავი
 
სტადიონზე არაო - ჯაფარიძე ფეხბურთის მოყვარულებს მუშტაიდში მატჩის საყურებლად ეპატიჟება

გირჩის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მსურველებს საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩის ერთად ყურებას სთავაზობს. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ზე წერს. 

ზურაბ ჯაფარიძე 8 ოქტომბერს, მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის ​მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

"8 ოქტომბერს, 19:00 საათიდან, მუშტაიდის ბაღში, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, მექნება ამომრჩევლებთან შეხვედრა. გვექნება ეკრანი, რომელზეც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უყურონ საქართველო-ბელორუსის საფეხბურთო მატჩს. გელით ყველას. პ.ს. სტადიონზე არაო, ფეხბურთიაო, და კორონააო", - წერს ჯაფარიძე. 

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები არ ეხება წინასაარჩევნო ღონისძიებებს. 


close დახურვა