გუშინ, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია და ფოტო მასალა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
"თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს "წმინდა" მატრონა მოსკოველის და სტალინის ქართული ხატი. საინტერესოა ვინაა ეს ხატმწერი და ის მღვდლები, რომლებიც ამ მწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობს ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი!", - წერს დეკანოზი ჭიღლაძე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.