logo
ENG



სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით 47 ადამიანი დააკავეს

29 იან 202410:23
3 წუთის საკითხავი
 

სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა, მათ შორის 2 პირი, რომლებიც ეკლესიაში ცეცხლის გახსნაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაკავებულები ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან არიან დაკავშირებულები. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ისინი რუსეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მასშტაბური სპეცოპერაცია სტამბოლის 30-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდა. დანაშაულის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამური სახელმწიფო სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მკვლელობა თურქული დანაყოფის წევრებმა განახორციელეს.

თავდასხმა სტამბოლში გუშინ, კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს მოხდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა